“სხვა ვარიანტი არ არსებობს: უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა Риа Новости

“სხვა ვარიანტი არ არსებობს: ში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა Риа Новости
სტატიის ავტორი კირილ სტრელნიკოვია და მასში პროპაგანდისტულადაა მიმოხილული ომში არსებული ვითარება, უკრაინისა და ს არმიების ბრძოლის სტრატეგია და მდგომარეობა. სტატიაში მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნების, გენერლების, ასევე ამერიკელი პოლიტიკოსების სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და ისინი რუსოფობებად არიან გამოცხადებული.
სტატია ამ სიტყვებით სრულდება: “გონს მოსვლის ყველა ვადა უკვე გავიდა და ჩვენ აღარავის დავუძახებთ და არავის დავარწმუნებთ რაიმეს გაკეთებაში. თუ ადამიანები [უკრაინელები] შეგნებულად და სიხარულით მზად არიან თავიანთი ბატონებისთვის სიკვდილისთვის, ეს მათი არჩევანია. მხოლოდ ერთი პრობლემაა: მაქმანებიანი ტრუსები მიცვალებულებს არ გამოადგებათ”.