“სხვა არჩევანი არ გვაქვს… რაც შეეხება ნოიერს…” – კვარაცხელიას კომენტარი “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-4 ტურში პსჟ-მა “ბაიერნს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი პარიზელთა ქართველმა ვარსკვლავმა მ გააკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
“რთული თამაში გამოვიდა. მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ და ჩვენი შეცდომების გამო ორი გოლი გავუშვით. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მომავალ შეხვედრებში ისინი გამოვასწოროთ.
“ბაიერნი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია? – რთული სათქმელია, მაგრამ მიუნხენელებს ძალიან ძლიერი კლუბი ჰყავთ და 10 კაცითაც თავს მშვენივრად იცავდნენ.
სეზონი გრძელია და წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ყოველ 3 დღეში შეხვედრები გვაქვს და აღდგენა სწრაფად უნდა გავაკეთოთ. როცა მცირე ტკივილები გაქვს, მათთან გამკლავება გიწევს. ეს ფეხბურთია, ეს ჩვენი საქმეა. არჩევანი არ გვაქვს.
მანუელ ნოიერი? ჩემთვის ნოიერი სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია”, – თქვა ხვიჩამ.
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” სტუმრად “იუვენტუსს” ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი – კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
“ბაიერნი” 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს