“სხვადასხვა ქვეყნის კითხვარი იყო, ჩემი მოსაზრება კი არ გამიზიარებია” – რას ამბობენ კვლევაში მონაწილე ქართველი ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
ინდექსის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, მეორე, საქართველო კი, მესამე ადგილზეა.
გაირკვა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.
“კურიერი” კვლევაში მონაწილე ერთ-ერთ ექსპერტს ესაუბრა. როგორც ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელმა და გაეროს ექსპერტმა, გელა კვაშილავამ აღნიშნა, მან არა საკუთარი მოსაზრებები გააზიარა, არამედ, კითხვარი შეავსო.
“სხვადასხვა ქვეყნის კითხვარი იყო და იმის მიხედვით შეფასდა. განსაკუთრებული არაფერი, ჩემი მოსაზრება კი არ გამიზიარებია… მაგალითად, ტრანსპორტში რა ხდება, იგივე ხდება ალბათ სხვა სფეროშიც,” – აღნიშნა გელა კვაშილავამ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
ქართველ ექსპერტებს შეფასებებში ოპოზიციაც ეთანხმება.
“რა შუაშია ახლა ქართველების მიერ მიწოდებული ინფორმაცია? ევროპელები ვერ ხედავენ, რა არის და როგორ არის. ჩემი შეფასებაა, ეს არის ობიექტური. არაფერ შუაში არაა ქართველი ექსპერტები,” – აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს