სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას
„იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ის მიდგომები, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ცდილობდნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და თავიანთი აზრის ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევას,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს – „უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ! უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ფაქტები აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყანა მიიჩნევენ.
„იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ის მიდგომები, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ცდილობდნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას და თავიანთი აზრის ქართული საზოგადოებისთვის თავზე მოხვევას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო, ჩვენ გამოვაქვეყნეთ პირველი წერილი, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ომში ჩართვისკენ მოწოდებებთან დაკავშირებით. „ხალხის ძალა“ იყო პირველი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ეს ღიად განაცხადა. ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში, ყოფილი პრეზიდენტის ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ გააცამტვერა. სულ ახლახან ვიხილეთ გერმანიის ელჩის არაკონსტრუქციული განცხადება, რომელიც თავისივე ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. ასეთი ფაქტები ბევრი გვახსოვს. შესაბამისად, ასეთი მიდგომები უნდა დამთავრდეს. სხვადასხვა ქვეყნის ელჩებისთვის, როგორც ჩანს საქართველო მეორეხარისხოვან ქვეყანას წარმოადგენს და ისინი ცდილობენ რიგ შემთხვევებში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ ზოგადად უცხოური ძალების ინტერესების გატარებას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე