პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ,წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენლები”, – ნათქვამია განცხადებაში.
