სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო -ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი.
ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, კულინარიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია James Beard Foundation, რომელიც წელს ჩიკაგოს ოპერაში გაიმართა, შეფ-მზარეულებისა და რესტორატორების გამორჩეულ მიღწევებს, ინოვაციებს, აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს ეძღვნება.
რესტორნებისა და შეფ-მზარეულების ჯილდოები გადაეცემათ კულინარიულ ხელოვნებასა და აგრეთვე კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებებისთვის. ყოველწლიური ღონისძიება 1986 წლიდან ტარდება და მისი მიზანია ამერიკის რესტორნების ინდუსტრიის სტანდარტების სრულყოფისა და განვითარების ხელშეწყობა.
2025 წლის „James Beard Foundation“-ის ცერემონიას 1500 სტუმარი, კვებისა და სასმელების ინდუსტრიისა და პრესტიჟული ამერიკული მედია ჰოლდინგების წარმომადგენელი დაესწრო.
მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე