სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირები ერთად მივიდნენ ილია II-ის პანაშვიდზე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პანაშვიდს დაესწრნენ სასულიერო პირები შემდეგი კონფესიებიდან:ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია;საქართველოს ებრაელთა კავშირი;საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია;საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება;საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს;საქართველოში „ხსნის არმია”.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორე ხვალ 22 მარტს სიონში დაკრძალავენ. ის 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.გვიან ღამით ის ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.ამავე თემაზე:პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი და დეტალები – საპატრიარქოს განცხადება