სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ.
ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება.
აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი სკანდირებენ „გამოდით, გამოდით“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა