საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის “რეალმა” “ატლეტიკო” 5:3 დაამარცხა.
მატჩის წინ გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს მიაგეს, თუმცა გულშემატკივრები ამ მოვლენას გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.