“სხეულზე აღენიშნებოდა შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები” – ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დაკავებულები მოინახულეს

22 მაისს თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი ქალი აქტივისტი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია სასამართლოსთან ახლომდებარე კვების ობიექტთან დააკავეს. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულ აქტივისტს, ალბი კორძაიას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.
ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.
“სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება