“ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმიდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი.
ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს.
უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება.
ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო” – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.