,, სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული” – ყაველაშვილი

,, სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული” – ყაველაშვილი
პარლამენტარი :
,,მინდა მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და რომელსაც მეც შეგახსენებთ – ეს არის ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, გამთლიანების მშვიდობიანი პროცესი და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური გამყარება.
მესამე დაპირებას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, სწორედ გორში გაჟღერდა იმიტომ, რომ კონფლიქტის შემდეგ ის ჩვენი გაყინული ურთიერთობები რომ გალღვეს, აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობები შეიქმნას და დაიწყოს.
სწორედ ეს გზავნილი იყო, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დაახლოება. სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და სგან, რომ ჩვენ მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ, მივუტევოთ ერთმანეთს და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში