სწორედ მიხეილ სააკაშვილია თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი – გიორგი ბარამიძე

ისაც ეს არ ესმის, ძალიან ბევრი რამ არ ესმის, ესე იგი, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული, რომ ამ ქვეყანამ შეძლოს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ობიექტური ადამიანი ამას ყველა აღიარებს, რომც არ იყოს მიხეილ სააკაშვილის მომხრე, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, რომელმაც შექმნა სახელმწიფოში ინსტიტუციები, რომლის გარეშეც არ არსებობს ზოგადად სახელმწიფო, ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 9 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობდა, რომ ეს არის დემოკრატიის მოდელი, რომელზეც მსოფლიო ბანკი წიგნებს ბეჭდავდა, რომ სხვა ქვეყნებისთვის მიეცათ და ეჩვენებინათ, როგორ უნდა ჩაატარო ეკონომიკური რეფორმები“, – განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით