სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან და DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას ვაპირებთ

სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან და DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას ვაპირებთ
სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ, ეს არ იყო ქართული მხარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ს შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.
„ეს არის სპეკულაციების ერთ-ერთი მაგალითი და ბევრი იყო სპეკულაცია ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ძირითადად, რაც ჩვენ ვთქვით, იყო ის, რომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას, ეს არ იყო ევროინტეგრაციაზე, ეს იყო კონკრეტულად გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რომელიც არის ევროინტეგრაციის სპეციფიკური ინსტრუმენტი, ამიტომ ჩვენ არ ვაპირებდით გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე.
ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ ევროკავშირი აპირებს შესთავაზოს საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით მას.
ეს იყო ძალიან კონკრეტული, რაც ჩვენ განვაცხადეთ.
ჩვენ ასევე განვაცხადეთ იმავე ბრიფინგზე, რომ ვერაფერი შეგვაფერხებდა ჩვენს გზაზე ევროინტეგრაციისკენ, ამიტომ ვაპირებთ 2028 წლამდე ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას, ამიტომ ვაპირებთ DCFTA-დან გამომდინარე ჩვენი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას 2028 წლამდე.
ეს ხელოვნური დაბრკოლება გაწევრიანების კუთხით ქართულმა მხარემ კი არ შექმნა, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ს შედეგებზე ოპოზიციის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მიზნით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაყინვის შესახებ.
ასე რომ, თქვენ ხედავთ, რამდენად სპეკულაციურია ზოგიერთი ბიუროკრატი.
ეს არ იყო ქართული მხარე, სწორედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა დაბრკოლებები ჩვენს გზაზე ევროკავშირისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და მფლობელმა როჯერ კოპელმა ჩაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას