სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დიდება გმირებს!

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე. 2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.
სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დიდება გმირებს!“ – წერს თავდაცვის მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა