“სწორედ ამიტომ, გახარია, დღემდე რჩება პარლამენტის წევრად” – ნაცვლიშვილი

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
ვინაიდან გიორგი გახარია პრინციპულად არ აღიარებს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას, სწორედ ამიტომ, იგი, დღემდე რჩება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრად და ვინაიდან იგი არც ამ პარლამენტის დადგენილებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებას აღიარებს, სწორედ ამიტომ, იგი, პირველი გამოძახებისთანავე გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და პასუხი გასცა მისთვის დასმულ კითხვებს.
ვისაც ამ რკინისებრ ლოგიკაში ეჭვი შეგეპარათ ან, მით უარესი, შროდინგერის კატა გაგახსენდათ, გიდასტურებთ, რომ ის კატა ერთდროულად ცოცხალიც იყო და მკვდარიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის