“სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!” – ფედელემ “ნაპოლის” ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ ტელეკომპანია Televomero-ზე გადაცემა L’Infedele-ზე საუბრისას განაცხადა, რომ “ნაპოლიმ” უნდა გაყიდოს.
“საუბარი 100 მილიონ ევროზეა და სწორედ ამ მაჩვენებლის გამო, “ნაპოლიმ” კვარაცხელია აუცილებლად უნდა გაყიდოს. ეს თანხა ძალიან ბევრია.
გარდა ამისა, ქართველს კარგი სეზონი აშკარად არ გამოუვიდა. მე მას “ატალანტაში” მოთამაშე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, მას ასევე არ ევალება ბევრი ბურთის შეგდება, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უფრო ეფექტურია”, – თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო წამყვან სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ
100 მილიონ ევროს იხდის.