სწავლა საზღვარგარეთ, მეტი საერთაშორისო პრაქტიკა და ორმაგი დიპლომი – BTU-ს შეთავაზება სტუდენტებს

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი – ეს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალია, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს 1 სასწავლო წლის გატარებით BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე საერთაშორისო დიპლომის მოპოვება შეუძლიათ.
ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა უნიკალური შეთავაზებაა სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რაც მათ კარიერულ ზრდასა და პიროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ვინც უნივერსიტეტების მიერ დაწესებულ პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობებს დააკმაყოფილებს.
უნივერსიტეტების არჩევანი იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელ სასწავლო პროგრამაზე სწავლობს სტუდენტი.
· ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მე-5, მე-6 და მე-7 სასწავლო სემესტრის პარტნიორ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაატარონ;
· საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეოთხე აკადემიური წელი პარტნიორ, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლონ;
· მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს კი შეუძლიათ დამატებით ერთი აკადემიური წლის ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბრაგანჩას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ან პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტში ისწავლონ და მოიპოვონ მეორე დიპლომი.
გარდა აღნიშნულისა სტუდენტებს შეუძლიათ სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების, ზამთრისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში შემდეგი ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებს ეწვიონ: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, პორტუგალია, იტალია, ჩეხეთი, თურქეთი, , ავსტრია, ლიეტუვა, ესტონეთი, სლოვენია, , ბულგარეთი.
ზოგადად, გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრონ, გაიცნონ ახალი კულტურები და შეიძინონ საერთაშორისო კავშირები. ეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ პიროვნულ განვითარებასაც.
საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უნდა შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა და წაემატებით გაიაროს გასაუბრება სპეციალურ შესარჩევ კომისიასთან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეავსეთ დაინტერესების ფორმა.