სცენისკენ მივდივარ, ვინიცობაა დამიძახეს… – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზეა და როგორც ამბობს, სცენისკენ მიდის.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ, რომელსაც ვულოცავ მე სრულიად საქართველოს, აქ მდგომ ადამიანებს, ვინც არ უნდა იყვნენ, რა მხარეს არ უნდა იდგნენ სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. ვულოცავ რეგიონებში მყოფ ადამიანებს, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც ასევე უხარიათ დღევანდელი დღე. ეს არის დიდი ზეიმი და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა [ინტერპრესნიუსი]
ტრიბუნიდან მიმართვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, განაცხადა: “თუ მომცემენ ძალიან კარგი, თუ არ მომცემენ კარგი”.
სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე 5 საათზე დაიწყება და იქნება სიტყვით მიმართვებიც. თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელთა შორის არ იქნება პრეზიდენტი .
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე მზაობა გამოხატა, რომ პრემიერის თანხმობის შემთხვევაში, ის შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადგილი თავისუფლების მოედანზე არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“