„სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას“ – ეკა ბესელია

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ივანიშვილის განცხადებებზე:
„მთელი მისი გზავნილები, ეს იყო აბსოლუტურად ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ევროკავშირის დღის წესრიგის პირველ პუნქტს და ეს პოლარიზაციას კი არ ამცირებს, პირიქით, აღვივებს. ეს რეალობაში, ძალიან დიდი სისუსტის და ძალიან დიდი ისტერიის მანიშნებელია. ცუდი მაგალითები იყო, ფსევდო ღირებულებებით მანიპულირება იყო. ნიშანდობლივი იყო, რომ სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას და ყველა იყო იქ ან წინა რეჟიმის და ხელისუფლების დროს სადღაც მიმალულ-მომალულები ან იმ პერიოდში მათი მხარდამჭერები. ესეც თავისთავად არის გამოფიტული პოლიტიკური ძალის სახე. სულ ისეთ გზავნილები გვესმოდა, რომელიც გვესმის დან. ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ბრძოლა დასავლეთთან, თითქოს გვართმევენ ჩვენს იდენტობას და ჩვენს ფასეულობებს და არცერთი სიტყვა რუსეთზე“

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”