„სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას“ –

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ივანიშვილის განცხადებებზე:
„მთელი მისი გზავნილები, ეს იყო აბსოლუტურად ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ევროკავშირის დღის წესრიგის პირველ პუნქტს და ეს პოლარიზაციას კი არ ამცირებს, პირიქით, აღვივებს. ეს რეალობაში, ძალიან დიდი სისუსტის და ძალიან დიდი ისტერიის მანიშნებელია. ცუდი მაგალითები იყო, ფსევდო ღირებულებებით მანიპულირება იყო. ნიშანდობლივი იყო, რომ სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას და ყველა იყო იქ ან წინა რეჟიმის და ხელისუფლების დროს სადღაც მიმალულ-მომალულები ან იმ პერიოდში მათი მხარდამჭერები. ესეც თავისთავად არის გამოფიტული პოლიტიკური ძალის სახე. სულ ისეთ გზავნილები გვესმოდა, რომელიც გვესმის რუსეთიდან. ეს ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ბრძოლა დასავლეთთან, თითქოს გვართმევენ ჩვენს იდენტობას და ჩვენს ფასეულობებს და არცერთი სიტყვა რუსეთზე“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”