სცენაზე გატარებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი, აღზრდილი თაობები და აღიარება – ისტორია, რომელიც მედეა ამირანაშილმა შექმნა, საქართვლოს საზღვრებს გასცდა

მედეა ამირანაშვილმა საოპერო ისტორიის ეპოქა შექმნა. ძლიერი, ლამაზი ტემბრი- ლირიკული სოპრანო- ყველა ხვდებოდა, რომ არიას მედეა ამირანაშვილი ასრულებდა. სცენაზე გატარებული ცხოვრების უდიდესი ნაწილი. აღზრდილი თაობები და აღიარება, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გასცდა.

ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტის მუსიკალურ-შემოქმედებით ისტორიას, არაერთი ოპერა ახსოვს- აბესალომ და ეთერი, დაისი, ლელა, ტრავიატა. კონსერვატორიის პედაგოგი და პროფესორი, შემდეგ კი ქუთაისის საოპერო თეატრის ხელმძღვანელი, გასტროლებს მრავალ ქვეყანაში მართავდა.

წლების განმავლობაში, სოპრანო სცენაზე მამასთან, პეტრე ამირანაშვილთან ერთად იდგა.

1954 წელს კინოფილმ “ჭრიჭინას” დროც დადგა. ლეილა აბაშიძის პერსონაჟის სიმღერა, მედეა ამირანაშვილის შესრულებით, ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა.

მედეა ამირანაშვილის მუსიკალური შემოქმედების ერთ- ერთი მეგზური მეცო- სოპრანო ლიანა კალმახელიძე იყო. კონცერტები საქართველოში და გასტროლები უცხოეთში. მეგობრებმა და შემდეგ უკვე კოლეგებმა, საოპერო ხელოვნება მსოფლიოს გააცნეს.

მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი.
“ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას”,- აღნიშნულია ს განცხადებაში.
ლეგენდარული სოპრანოს სახელობითი ვარსკვლავი, 2016 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიხსნა. 5 დეკემბერს, სწორედ ამ თეატრიდან გააცილებენ საქართველოს სახალხო არტისტსა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს მედეა ამირანაშვილს.