სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

6 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დინამო (თბ) – მეშახტე/დინამო (ბთ)
დინამო 2 (თბ) – გაგრა
სპაერი – თელავი
გარეჯი – კოლხეთი 1913
მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა ტყიბულის “მეშახტესა” და “დინამო ბათუმს” შორის, 14 აგვისტოს შედგება.
GFF.GE