უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, სამი “სუ-34-ის” დაკარგვის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირეს.
იგნატი ასევე აღნიშნავს, რომ პარტნიორების დახმარებას ელოდებიან და მსგავსი ოპერაციების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ.
“ახლა მტერი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაზვერვის ინფორმაციის შეგროვებას სამხრეთის იმ რაიონებში, სადაც რუსული გამანადგურებლები ჩამოვაგდეთ. გასაგებია, რომ ეძებენ იმ საშუალებებს, რომლითაც ეს თვითმფრინავები “მარადიულ ფრენაზე” გაიგზავნა, როგორც ამბობენ. მტერი გაცილებით ნაკლებად იყენებს თავდასხმის საავიაციო საშუალებებს, განსაკუთრებით, მართვად საჰაერო ბომბებს…ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით… ველოდებით უკვე გამოცხადებულ დახმარებას, კერძოდ, დამატებითი სისტემებს,” – ამბობს იგნატი.
ასევე ნახეთ:
· უკრაინა: 3 რუსული გამანადგურებელი CУ-34 ჩამოვაგდეთ