„სუხოი სუპერჯეტის“ მორიგი ინციდენტი ბოლო 2 დღეში — ამჯერად მსხვერპლის გარეშე

რუსული წარმოების სამგზავრო თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი“ ბოლო ორ დღეში უკვე მეორედ მოექცა ყურადღების ცენტრში — სამგზავრო თვითმფრინავი ამჯერად ჩამოვარდნას გადაურჩა და მშვიდობიანად დაეშვა ქალაქ მინვოდში.
რუსული სამთავრობო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, აღნიშნული თვითმფრინავი ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისს ასრულებდა ნიჟნევარტოვსკიდან მინვოდის მიმართულებით, ეკიპაჟმა კი ავარიული დაშვება მოითხოვა გენერატორის გათიშვის გამო.
რუსული წარმოების ერთი „სუხოი სუპერჯეტი“ ჩამოვარდა მოსკოვთან გუშინ, 12 ივლისს, რასაც ეკიპაჟის სამივე წევრი ემსხვერპლა, თვითმფრინავი შესაკეთებელი ქარხნიდან აეროპორტში ბრუნდებოდა. ბორტზე მგზავრები არ იყვნენ.
რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები ში შეჭრის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეექმნათ. დასავლურ ავიაკომპანიებსა და მწარმოებლებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა რუსული კომპანიებისთვის, ასევე აიკრძალა მათთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება.
მართალია, „სუხოი სუპერჯეტი“ რუსული წარმოებისაა, მისი ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ძრავები, დასავლური კომპანიებისგანაა იმპროტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)