სუხიშვილები: ნინოს ნათქვამმა Tbilisi Open Air-ზე სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა

ანსამბლი სუხიშვილები განცხადებით ეხმიანება ნინო სუხიშვილის განცხადებას Tbilisi Open Air-ის სცენაზე, სადაც ის მკრეხელობას გაემიჯნა და თავი ენის, მამულისა და სარწმუნოების ქომაგად წარმოაჩინა.
ანსამბლი წერს, რომ მისმა ამ განცხადებამ, რომელიც, თავის მხრივ, აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტით ანსამბლის წევრებს შორის გაჩენილი უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.
“გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს”, – ნათქვამია სუხიშვილების განცხადებაში.
“ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო, ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო: ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…” – თქვა ნინო სუხიშვილმა 25 მაისს Tbilisi Open Air-ის სცენაზე სუხიშვილების გამოსვლამდე. მისმა ამ განცხადებამ ფესტივალის დამსწრეებს შორის დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია. ანსამბლმა ამ დღეს კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის სცენაზე “ხორუმი” შეასრულა.
აჩიკო გულედანის სიმღერა, რომელსაც ანსამბლი ახსენებს, Green Room-ის 2013 წლის კომპოზიციაა, სახელით MAMA; ამ სიმღერაში ნახსენებია კრემლი, სტალინი, შავი ჯიპები და ჯვარი.
Tbilisi Open Air-ის დევიზი წელსაც ტრადიციულად იყო “მუსიკა ათავისუფლებს”. ესაა ინკლუზიაზე, თავისუფლებასა და განსხვავებულთა კოლაბორაციებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია, გარდა მუსიკალური ფესტივალისა, პერიოდულად დამოუკიდებელ მუსიკალურ პროექტებსაც ახორციელებს.
2025 წელს, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ფესტივალს სრულად ქართული პროგრამა ჰქონდა, რომლის ნაწილიც იყო კოლაბორაციები ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან. “მწვანე ოთახი” 25 მაისს გიული ჩოხელთან კოლაბორაციით წარდგა აუდიტორიის წინაშე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი