“სუხიშვილების” ახალი თაობის გამორჩეული სახე, დავით ჭანიშვილი “ჭანოს” სახელით მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გამორჩეული სტილისა და უზადო ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე თანამედროვე სცენის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი შესრულება ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს, მისი ვიდეოები კი ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
სულ ცოტა ხნის წინ დავით ჭანიშვილმა რჩეულს, მაკო დვალიშვილს ხელი სთხოვა. მშვენიერი მაკო ასევე “სუხიშვილების” მოცეკვავეა. მაკო ყველასთვის საყვარელი მსახიობის, დავით დვალიშვილის შვილიშვილია.
“წელიწადში დაახლოებით 130 კონცერტს ვცეკვავთ მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ჩემს ხასიათს განაპირობებს დარბაზის ენერგია ჩემი დისციპლინა და საქმისადმი დიდი სიყვარული.
„შთაგონებას ვიღებ თანამედროვე ხელოვნებიდან, პერფორმანსებიდან, ვიდეო ინსტალაციებიდან… ვცდილობ, შემდეგ ეს გადმოვიტანო სცენაზე. ამავდროულად, ბავშვებსაც ვასწავლი ქართულ ცეკვას. მჯერა, რომ სუხიშვილები არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო დასი“, – ამბობდა დავით ჭანიშვილი.
დავით ჭანიშვილი პირველად დაქორწინებული იყო თამუნა თანდაშვილზე. თამუნა „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელია და ტურიზმის სფეროში საქმიანობს. რამდენიმე წლის წინ, როცა თამუნამ პანდემიის დროს კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა, მათ შორის ერთხელ მძიმე ფორმით, ის განსაკუთრებულ მადლობას სწორედ დავით ჭანიშვილს უხდიდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
