სამოქალაქო აქტივისტი და პარტია „დროას“ წევრი თათა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც თათა ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, ის უწყებაში, გასული წლის აქციების დარბევისას მისი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებითაა დაბარებული.
ცნობისთვის, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.




