სუს-ში ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა | დეკანოიძე

სუს-ში ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა | დეკანოიძე
“ევროოპტიმისტების” დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 2016 წლიდან სახელდობრ უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 106 მილიონი ლარით გაიზარდა. ის ამბობს, რომ იმ თანხიდან, რა თანხითაც იზრდება დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იზრდება 9%-ით, ხოლო ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის, 51%-ით გაიზარდა.
“2016 წლიდან სუს-ის ბიუჯეტი გაიზარდა 106 მილიონი ლარით, ხოლო სუს-ში კიდევ ამ ბიუჯეტიდან 51%-ით იზრდება ოპერატიულ-ტექნიკური ხარჯები, ანუ ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ხარჯები, ჩვენ, პრაქტიკულად შეიძლება ისევ ძალიან სერიოზული აპარატურა შეისყიდონ, რომ ჩვენ მოგვისმინონ. სუს-ის ბიუჯეტის გაზრდა ნამდვილად არ ემსახურება თუნდაც იმ დათქმებს, ერთ-ერთი დათქმა, რომელიც არის 9 რეკომენდაციაში”, – ამბობს დეკანოიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სუს-ის ბიუჯეტი პრაქტიკულად ყოველ წელს იზრდება. მისი თქმით, სახელმწიფო დგას სუს-ზე “მათ შორის, სთვის, ივანიშვილისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის და ზემოქმედების მეთოდი”.
დეპუტატი ხათუნა სამნიძეც ამბობს, რომ საარჩევნოდ განსაკუთრებით სჭირდება “ქართულ ოცნებას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მოქალაქეები აკონტროლოს, განსაკუთრებით რეგიონებში.