სუს-ში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დღეს ორი პირი გამოკითხეს.
დაკითხვაზე დაბარებულმა ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა მედიასთან არ დადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი უწყებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ, თუმცა, ალი ხანგოშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკითხვა სუს-ის აღნიშნულ გამოიძებას შეეხებოდა.
„გარკვეული კითხვები იყო, რომელსაც გასცა პასუხი. აქედან გამომდინარე დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გაუთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი“, – განაცხადა ადვოკატმა ნატალია წიკლაურმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
„ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.