სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, კაპანაძე უწყებაში 16:00 საათზეა დაბარებული.

ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, , ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.

ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, , და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექს ჩიღვინაძე: შენს ქალაქში, ოჯახთან ერთად ბრუნდები სახლში. არასოდეს ჩაგიდენია დანაშაული, არც აპირებ. უბრალოდ ამბობ, რასაც ფიქრობ. მშვიდად, ჯიუტად აფიქსირებ შენს აზრს და ამის გამო, გხვდებიან და გაპატიმრებენ