სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ექიმი გელა ღუნაშვილიც. ის BBC-ის საგამოძიებო ფილმში ნახსენები კვლევის ერთ-ერთი თანამკვლევარია.
მისი დაბარების შესახებ ინფორმაციას კვლევის თანაავტორი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ავრცელებს, რომელიც დღეს დილას ასევე დაიბარეს სუს-ში.
გარდა კონსტანტინე ჩახუნაშვილისა, გამოკითხვაზე დაბარებულია დავით ჩახუნაშვილიც – ისინი დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ.




