სუს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ -ში იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სუს-ის ხელმძღვანელი,  ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა მდინარაძე თბილისშია.

„თბილისშია, სამსახურში,“ – აღნიშნეს სუს-ში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე -ში „შიკრიკად გააგზავნა“.

„ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს: მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით – რა უნდა ქნას მდინარაძემ? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? ხომ არ ჰგონია?“ – განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”