სუს: ოკუპანტებმა სოფელ წნელისთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
“ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.