სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის თანახმად, მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო 2 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
“ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
