სუს-მა დაადასტურა, რომ ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან გადაადგილდებოდნენ

29 ნოემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ დრონის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც სოფელ ხურვალეთთან, უკანონოდ აშენებულ საგუშაგოებთან რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული.
ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს, რომ ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან გადაადგილდებოდნენ და განგვიცხადეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად უკანონოდ გადაადგილდებიან ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. მათივე თქმით, ყოველ ასეთი შემთხვევას ქართული მხარე აყენებს, როგორც IPRM-თან, ასევე ჟენევის დისკუსიის ფორმატზე. სუს-ის მიერ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
აქამდე 25 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. 6 ნოემბერს კი ს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ სუს-მა ცნობა 20 ნოემბერსაც გაავრცელა, თუმცა პირი მალევე გაათავისუფლეს.
თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გასულ დღეებში ამბობდა, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა, რათა ამ შემთხვევის შემდეგ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია არ გამწვავებულიყო.