სუს-მა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი და ომის ვეტერანი, ლაშა რუხაია დაიბარა

სუსმა გამოკითხვაზე რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ში მებრძოლი ქართველი და ს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა რუხაია დაიბარა. როგორც რუხაია ამბობს, უწყება სახლში მიუტანეს და ის სასამართლოში, თითქოს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ს მკვლელობის მომზადების საქმეებზე დაიკითხება.
“თითქოს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლია და პლუს, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რაღაც ზღაპრები. ხვალ, 25 ივლისს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დამკითხავენ”. – თქვა რუხაიამ ფორმულას ეთერში.
ომის ვეტერანი ამბობს, რომ ხელისუფლებას ქართველი პატრიოტების დასჯა სურს, რადგან ისინი პუტინის დავალებებს ასრულებენ.
“თითქოს რომ ივანიშვილს ვინმე სიკვდილით ემუქრება, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ პუტინის ხელის ბიჭები არიან და ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დავარდნილი რეიტინგი რომ აქვთ, აი, ამისთვის სჭირდებათ ქართველი პატრიოტები რომ დასაჯონ, ეს სურთ, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ შიშველი ხელებით ვიბრძვით და თუ გადატრიალებას ვაპირებთ, გადავატრიალებთ რუსეთს, ბოროტ რუსულ იმპერიას”. – ამბობს რუხაია.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”. – წერია სუს-ის განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.