სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია

სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ქართველ ჟურნალისტებს ში განუცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობოების ნაწილი ღიად არის ჩართული რევოლუციურ პროცესებში.
„არასამთავრობოების ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში, ეს განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2022 წლის ივნისიდან, როდესაც ისინი ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. იქიდან მოყოლებული ისინი უკვე ღიად არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, რაც ნიშნავდა იმას, რომ თავის დროზე, ამერიკული წყაროებიდან ღიად ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები NGO-ების მეშვეობით და ეს გაგრძელდა ასევე ევროპული წყაროების მეშვეობით, EED-ი გამოირჩევა როგორც რადიკალიზმის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო, რასაც საზოგადოება ხედავს.
ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ და ამან შეამცირა რადიკალიზმის და პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ახლა ცდილობენ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ასეთი ტიპის აქტივობები, რადიკალური აქტივობები, თუმცა მათი რესურსი არის შედარებით შეზღუდული. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა