სუს-ი – ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა – დაკავების კადრები საჯაროდ არ გავრცელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრებს არ გაასაჯაროვებს.
სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი. სწორედ ამიტომ მან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა.
უწყების განცხადებით, აღნიშნული მიზეზების გამო კადრები საჯაროდ არ გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას