სუს-ი – ჩნდება ვარაუდი, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში საქართველოს დაბრალდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისში დატოვებული სამი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში გასატანად იყო განკუთვნილი, თუ საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად უნდა დარჩენილიყო, გამოძიება გრძელდება.
სუს-ის ინფორმაციით, საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, იმ მოსაზრების შექმნას ემსახურება, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში დაბრალდებოდა.