სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს.
გუშინ, 20 ივლისს, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრმა, ნადიმ ხმალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი წერდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის გამოკითხვაზე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიბარა.
ხმალაძის თქმით, სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი მისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და უკრაინის მხარეს 2 წლიანი ბრძოლაა.
“ზუსტად ვიცი საფუძველი რა არის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისთვის და უფრო მეტი, ალბათ, უკრაინაში ჩემი ორ წლის ყოფნით და ბრძოლის გამო.
ტერორისტულ ქვეყანას რომ ვებრძვი, ტერორისტი ალბათ მე ვარ.
[…] მოახლოებულია არჩევნები და მათ არ აწყობთ ჩემნაირი და ჩვენნაირი აქტიური ხალხი და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის კრემლის დაკვეთა”. – თქვა ხმალაძემ.
ტელეკომპანია მთავარის ცნობით, გამოკითხვის შესახებ უწყება უკრაინაში მებრძოლმა სამმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცეცაძემ და ლაშა ჭიღლაძემ მიიღო.
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, ს თქმით, ქართველ მებრძოლებზე დევნის დაწყება კრემლის დაკვეთაა, რასაც და ქართული მთავრობა ერთად ასრულებს.
“ეს არის კრემლის დაკვეთა, რომელსაც ასრულებს ბიძინა ივანიშვილი – ქართული მთავრობა ამ შემთხვევაში არის, მხოლოდ შემსრულებელი.
როდესაც რუსეთმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების აღძრა ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ, მინიშნება იყო, რომ საქართველოს მთავრობას პოტენციურად დაეწყო ასევე გამოძიება, დაეწყო დევნა”. – თქვა მამულაშვილმა TV პირველთან საუბრისას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ომის ვეტერანი, ბესო ბენდელიანიც.
ბენდელიანის თქმით, ის არ აპირებს უახლოეს დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას იქამდე, სანამ არ გაირკვევა, კონკრეტულად რა საკითხზეა იგი დაბარებული სუს-ში.
“კომუნიკაცია გუშინ შედგა სუსის მხრიდან. მე დამიკავშირდა ამოუცნობი გამომძიებელი. მე მას ვკითხე სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რაზეც მისგან მივიღე დუმილი. ამიტომ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ხვალ ან უახლოესი დღეებში არ ვაპირებ სუსში მისვლას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული კონკრეტულად რა სახით ვარ დაბარებული საკითხთან დაკავშირებით
რაც შეეხება თემას ჩემს გარშემო, საკმაოდ ბევრი მეგობარია დაბარებული, თანამებრძოლი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვისაც აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინაში. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, მათ შორის, ამხანაგი ივანიშვილი, რომ ჩვენ, საქართველოს მეომრები, ვეტერანები, გამორიცხულია, შეგვაშინონ, გამორიცხულია, აგვაღებინონ ხელი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზე.
გამორიცხულია, ვეტერანები იღებდნენ ისეთ ქმედებებში მონაწილეობას, რაც იქნება ანტიკონსტიტუციური”. – თქვა ბენდელიანმა TV პირველთან საუბრისას.
ბენდელიანის ადვოკატის, თორნიკე ჩიქოვანის თქმით, საქმე გრიფით საიდუმლოს მიეკუთვნება, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ შეთქმულებას, ამბოხებას ან ძალადობრივი გზით შეცვლას გულისხმობს.
“საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. ხვალ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პირი დაბარებულია დილის თერთმეტ საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას სახელმწიფო წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
დასამალი არაფერი აქვს ჩემს კლიენტს, ყველაფერზე ვისაუბრებთ მათთან და მივაწვდით ინფორმაციას, რომ არანაირ ამბოხებას და შეთქმულებას არ აქვს ადგილი ამ შემთხვევაში, ესენი არიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებს ისმენენ ამ შემთხვევაში უკრაინაში”. – თქვა თორნიკე ჩიქოვანმა.