სუს-ი უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაციის გამოცხადებაზე – შეტყობინება იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებებს ატარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. სუსი-ის განმარტებით, „იყო შეტყობინება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს“.
უწყება მედიას ამგვარი ახალი ამბების გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„იყო შეტყობინება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს. მომავალში გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ნიუსების გავრცელებისგან, რადგან შეტყობინების ავტორის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან გთხოვთ, ნუ მოემსახურებით ასეთი შეტყობინების ავტორების მიზნებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ