სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შესული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!