სუს-ი – „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ საზღვარგარეთიდან ცრუ შეტყობინებების განხორციელება უკავშირდება „საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან“.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე.
ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

ასევე დაგაინტერესებთ