სუს-ი – ასაფეთქებელი მოწყობილობების შემოტანაში საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული – პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის ს ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7 მოქალაქე იყო ჩართული.
როგორც სუს-ში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, აღნიშნულ მოქმედებებში ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული.
უწყების ცნობით, საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას ს რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ დანაა.
სუს-ის განცხადებით, შარაშიძე საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას.

ასევე დაგაინტერესებთ