სუს-ის ხელმძღვანელი – ბოკოვმა ამოწურა სასჯელი ბოლო ვადამდე – მგონი, უკვე დატოვა საქართველო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე თავდამსხმელი ვასამბეგ ბოკოვი ვადაზე ადრე არ განთავისუფლებულა.
მისი თქმით, თავდამსხმელმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა და, სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა.
„ბოკოვის მუხლი, რაზეც იყო დაკავებული, მან ამოწურა სასჯელის ბოლო ვადამდე, ანუ წინასწარი ან ვადამდელი განთავისუფლება არ მომხდარა – მუხლი, რასაც ითვალისწინებდა, ის სასჯელი მან მოიხადა. მგონი, მან უკვე დატოვა საქართველო“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ