სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა

სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა – ოხანაშვილის გადადგომის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
“მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.
2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდისაპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.
სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.
მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ს მიმართ პოლიტიკურსაქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.
როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ს ამ შესაძლებლობისთვის.
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასადა საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარებაწარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულგულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.
წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს”, – ნათქვამია ანრი ოხანაშვილის განცხადებაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა