სუს-ის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა. გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებასა და გეგმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა