სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა საქმის გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული ერთ-ერთი პირი ოცნების მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილია

სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა საქმის გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული ერთ-ერთი პირი ოცნების მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილია. ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზეა მხილებული
💬 “წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 დოლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” | ნათქვამია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
🔴 მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, 2022 წლის ივლისში სააგიტაციო ფლაერების დარიგებაში ხელს უშლიდნენ სამოქალაქო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრებს. ისინი სამოქალაქო აქტივისტებს ბაზრის ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ