სუს-ის გამოძიებას მარია ზახაროვა და დმიტრი პესკოვი გამოეხმაურნენ

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაწყებულ სუსის გამოძიებას ს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლის სპიკერები და გამოეხმაურნენ.
ზახაროვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგზე ჟურნალისტმა კითხვით მიმართა:
“ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს იძიებენ. (რუსეთის) ფედერაციის საბჭო სთავაზობს საქართველოს გაწევრიანდეს ОДКБ -ში და ჰპირდება, რომ გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, დაეხმარება საქართველოში მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში. როგორ აფასებთ ასეთ სცენარს”?
კითხვაზე უწყების სპიკერმა ასე უპასუხა:
“შესაძლოა ეს კერძო ან ექსპერტული მოსაზრებაა. ვერ ვიტყვი რომ ეს რუსეთის ოფიციალური პოზიციაა.
თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს, თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ეს უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპისა და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს სუვერენული უფლებაა”.
სუსის ინფორმაციას ასევე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც:
“მე არ ვიცი დეტალები. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას, მიუღებლად მიგვაჩნია. ვთვლით, რომ ნებისმიერი თავდასხმა, მითუმეტეს, მოქმედ პოლიტიკოსებზე, მითუმეტეს, პოლიტიკური ზეწოლისთვის უკანონო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება არის ტერორიზმის აქტი. მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი”.